თელ ავივში, ანტისამთავრობო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
პროტესტის მონაწილეები ისრაელში არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მთავრობას მხოლოდ საკუთარი ინტერესები აქვს.
აქციაზე დაშავებულებისა და დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
პარალელურად, ქალაქის მეორე ნაწილში გაიმართა კიდევ ერთი დემონსტრაცია, სადაც აქციის მონაწილეები მთავრობას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად მეტის გაკეთებისკენ მოუწოდებდნენ.