პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი ოპოზიციის ყველაზე რადიკალურ ფრთას ურიგდება.
"ოპოზიციაში ყველაზე რადიკალური ფლანგი ვინც არის, ვისთვისაც იყო მისაღები და დასაშვები საუთარი ვიწროპარტიული ინტერესების ქვეყნის კეთილდღეობაზე მაღლა დაყენება, როგორც ჩანს სწორედ მათ ურიგდება ახლა პრეზიდენტი ან უკვე გარიგებულია.
როდესაც ქართელ ამომრჩეველს შეკვეთებს აძლევენ, როგორი უნდა იყოს მათი არჩევანი ეს არასწორია და ამას უნდა დაანებონ თავი,"- აცხადებს სარველაძე.