16 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ილია დარჩიაშვილი გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებს , მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელებს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდება.

ეუთო-ს თავმჯდომარესთან, საფრანგეთის საგარეო მინისტრთან და ევროპაში აშშ-ს სარდლობის მეთაურთან შეხვედრებს უკვე მოჰყვა კონკრეტული შედეგები.საქართველოს უახლოეს თვეებში ეწვევა ეუთო-ს თავმჯდომარე, საფრანგეთთან გაგრძელდება სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში მაღალი დონის შეხვედრები და პარიზის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ პროცესში.

ევროპაში ამერიკის სარდლობის მეთაურთან შეხვედრაზე გაიცვალა მოსაზრებები რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე.

დღის ამბები