16 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია, ეს არის ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის" - სალომე ზურაბიშვილი

უსაფრთხოების კონფერენციაზე, სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი,სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა. ზურაბიშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობაზე ერთ-ერთი პანელის "უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირის" მიმდინარეობისას ისაუბრა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის გაფართოვდეს.

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია, ეს არის ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, თუმცა დღეს, თავარი საკითხი უსაფრთხოებაა და ევროკავშირმა უნდა იგრძნოს ეს აუცილებლობა. წინა გაფართოებამ ფაქტობრივად უზრუნველყო დამატებითი უსაფრთხოება მთელი ევროკავშირისთვის და შემდეგი გაფართოება გაზრდის ევროკავშირის და ჩვენს უსაფრთხოებას. რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, არსებითად არის ის, რაც მან 2007 წელს დააანონსა, რომ არ დაუშვებს დასავლეთის შავ ზღვაში შეღწევას. რა მოხდა 2007 წლის შემდეგ? საქართველო 2008 წელი, შავი ზღვის სანაპირო, ყირიმი, მთავარი პოსტი შავ ზღვაში, შემდეგ კი ომი უკრაინაში. ვფიქრობ, ევროკავშირის და რა თქმა უნდა საქართველოსთვის, ჩვენი უსაფრთხოებისა და ევროპასთან ჩვენი კავშირის უდიდეს ინტერესშია, რომ რუსეთი არ გახდეს ექსკლუზიური ძალა შავ ზღვაში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 
დღის ამბები