საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ზურაბიშვილის პოზიცია საქართველოს აზიანებს.
"არავითარი მოლოდინი, რომ რაიმე პოზიტიური საუბარია ქვეყნის მომავალთან, მის ბედთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ჩვენ მისი განცხადება მოვისმინეთ შარშან, 26 მაისს, არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. რასაკვირველია, იგი პოზიციას არ შეიცვლის, ეს არის მავნებლური პოზიცია, რომელიც აზიანებს საქართველოს და ჩვენს ქვეყანას, მის მომავალ უქმნის საფრთხეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.