მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს მოექცნენ სამართლიანად და ალბათ, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში, - ასე მიმართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: " უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ .
„ჩვენ გვახსოვს, რომ ამ კონფერენციას ესწრებოდა ხოლმე თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის არის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლო. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კანონის უზენაესობას, მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ მის მიმართ მოპყრობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, მას მოექცნენ სამართლიანად და ალბათ, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ამას მიესალმებიან ისინი, ვისაც საქართველოსთვს კარგი უნდათ“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.