16 ნოემბერი 2024,   04:56
ვრცლად
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტზე სოციალურ ქსელებსა და მედიაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება - მაია ბითძე

პარლამენტი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტზე მუშაობას განაგრძობს. ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა საზოგადოებას დეტალები გააცნო.

მაია ბითაძე ამბობს, რომ სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით. მაგალითად: მასობრივ ევთანაზიასთან დაკავშირებით, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ბითაძის თქმით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კანონპროექტით დაუშვებელია უპატრონო ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, საავადმყოფოში, საბავშვო და სპორტულ მოედანზე, ასევე კვების ობიექტებში.

მისი განმარტებით, სინამდვილეში, კანონპროექტით ეს შეზღუდვა არასდროს ყოფილა გათვალისწინებული. მაია ბითაძე ამბობს, რომ კანონპროექტით შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის შეყვანა ხელით ან ჩანთით, გარდა იმ საზოგადოებრივი დაწესებულებებისა, რომლებიც თავად აკრძალავენ ცხოველის შეყვანას. გარკვეული აკრძალვა, მხოლოდ დიდი ძაღლების შემთხვევაში იმოქმედებს.

დღის ამბები