16 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
თუ სალომე ზურაბიშვილს რაიმე ევროპული ღირებულება აქვს, მას შეუძლია პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს - ლევან ხაბეიშვილი

"დიდი ხნით ადრე დაგეგმილი სცენარი, რომ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების საბაბი ჰქონდეს" - ასე აფასებს მმართველი გუნდი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზურაბიშვილისადმი მიმართვას.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართულ დისკუსიაზე, რადოსლავ სიკორსკიმ ზურაბიშვილს უთხრა, რომ სწორედ მას შეუძლია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანოს.

დიპლომატიური სკანდალი თუ კარგად დაგეგმილი სტრატეგია - "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილისთვის ეს მიმართვა მოულოდნელი არ ყოფილა და წინასწარ მომზადებული გეგმის ნაწილია. თავად სააკაშვილის პარტია კი, ზურაბიშვილს ექს-პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებს და თვლის, რომ საერთაშორისო პლატფორმაზე მიღებული გზავნილები მან უნდა გაიზიაროს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ევროპული მომავლისთვის დადებითი როლის შესრულება სურს, მან მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს.

"თუ სალომეს აქვს რაიმე ევროპული ღირებულება და ის თვლის, რომ დადებითი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მას შეუძლია პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს და აღადგინოს სტატუს კვო", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზურაბიშვილისადმი მიმართვის შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ არ შევა შეფასებაში რამდენად სწორი ან არასწორი იყო ამ საკითხის წამოწევა.

"რა საკითხებს დასვამენ სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები და მაღალი თანამდებობის პირები, ეს მათი გადასაწყვეტია, შეფასებაში მე არ შევალ - რამდენად სწორი იყო ამ კითხვის დასმა," - აღნიშნა "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები