მიმდინარე კვირაში საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრის საათი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინტერპელაცია და პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა გაიმართება, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 21 თებერვალს, მინისტრის საათის ფორმატში, ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ. 22 თებერვალს ყოველწლიურ ანგარიშს დეპუტატებს თავად წარუდგენს, 23 თებერვალს კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინტერპელაცია გაიმართება.