16 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ირაკლი კობახიძე უკვე ბრიუსელშია - პრემიერი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე ბრიუსელშია - ირაკლი კობახიძე, პირველი ვიზიტით, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში გაემგზავრა. ის ხვალ მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.

პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს იენს სტოლტენბერგთან, ასევე - ევროკავშირის ლიდერებთან. საქართველოს მთავრობის ახალ ხელმძღვანელთან ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე მედიასთან ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა.

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძისადმი მთავარი მოწოდება, ევროპულ გზაზე მუშაობის გაგრძელებაა.

დღის ამბები