პარლამენტის შიგნით რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველი იყო უმრავლესობის ლიდერის არჩევა და მე დამიჭირეს მხარი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც, ტრადიციულად, ყოველი სასესიო კვირის ორშაბათ დღეს იმართება, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ პარლამენტის შიგნით. როგორც უკვე ამის შესახებ გქონდათ ინფორმაცია, პირველი - ეს იყო უმრავლესობის ლიდერის არჩევა და აქ მე დამიჭირეს მხარი," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.