16 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
როდესაც ოპოზიცია ამბობს კოალიციას, გულისხმობენ "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას ხელისუფლებაში და ეს იქნება "ნაცმოძრაობის" კოალიცია, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს - მამუკა მდინარაძე

როდესაც ისინი ლაპარაკობენ კოალიციაზე, დომინანტი ხომ "ნაცმოძრაობაა". არ არსებობს ოპოზიციური კოალიცია, დღეს არსებობს მხოლოდ "ნაცური" კოალიცია. ერთადერთია "ნაცმოძრაობა", რომელიც გარანტირებულად ლახავს ბარიერს, სხვას ბარიერის გადალახვის შანსი პრაქტიკულად არ აქვს, მაგრამ რომც ჰქონდეთ თავისი დათვლებითაც კი ისეთ პროცენტებს ასახელებენ, თავისი კვლევებითაც, გაყალბებული კვლევებითაც კი, რომ ისინი არიან სადღაც ბარიერთან ახლოს, ორი სამი პარტია არც კი, ამასაც ვერ ამბობენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მდინარაძის თქმით, კოალიცია იქნება არა ოპოზიციური, არამედ იქნებიან დომინანტი "ნაცმოძრაობა" და მისი მიმდევარი პარტიები.

"სხვანაირად, კოალიცია ვერ დალაგდება, ჩვენთან ხომ არ აპირებენ კოალიციის დალაგებას, ხომ წარმოუდგენელია, ჩვენ არც გვჭირდება მათი კოალიცია არაფერში. ესე იგი თეორიაშიც კი რომ განიხილავენ კოალიციას, განიხილავენ "ნაცმოძრაობას" დომინანტად და ესე იგი „ნაცმოძრაობის“ კოალიციაა. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ყველამ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, რომ როდესაც ისინი ამბობენ კოალიციას, გულისხმობენ "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას ხელისუფლებაში და ეს იქნება "ნაცმოძრაობის" კოალიცია, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები