29 სექტემბერი 2024,   03:34
ვრცლად
რუსეთი, უკრაინაში სამხედრო ძალის მაქსიმალურ მობილიზაციას ცდილობს - CNN

რუსეთი, უკრაინაში სამხედრო ძალის მაქსიმალურ მობილიზაციას ცდილობს - ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. CNN-ის ცნობით, ამ ეტაპზე, ფრონტზე, სავარაუდოდ, 50 ათასი რუსი ჯარისკაცა. ბრძოლის ველზე არსებულ საკმაოდ რთულ ვითარებაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რამდენიმე რეგიონში, სადაც რუსეთს მაქსიმალური რეზერვები აქვს კონცენტრირებული, ვითარება უკიდურესად მძიმეა; მისივე თქმით, შესამჩნევია დახმარების შეფერხება.

გასულ ღამით, დრონებით შეტევის გამო, რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. არტილერიით დაბომბეს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქი. არის მსხვერპლი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.
 
გაზაფხულზე, კანადა, უკრაინას 75 მილიონ დოლარამდე ღირებულების, ათასამდე თანამედროვე საბრძოლო დრონის გადაცემას გეგმავს. შეთანხმების ფარგლებში, ნიდერლანდებმა უკვე დაიწყო უკრაინისათვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება. უკრაინაში იაპონელი ინვესტორების მხარდასაჭერად, ტოკიო მილიარდ 300 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს.

დღის ამბები