29 სექტემბერი 2024,   03:33
ვრცლად
ომის 137-ე დღე ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის საჰაერო თავდასხმისას, ცენტრალურ ღაზაში რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

ახლო აღმოსავლეთში ომი 137 დღეა. ისრაელის საჰაერო თავდასხმისას, ცენტრალურ ღაზაში, ქალაქ დეირ ალ-ბალაჰში რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ანკლავში 29,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ისრაელიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, რასაც წინ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბრაზილიის ელჩის დაბარება უსწრებდა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელი საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრაზილიის ელჩი მას შემდეგ დაიბარეს, რაც პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ, ღაზაში ისრაელის ომი ჰოლოკოსტს შეადარა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, "ჰეზბოლას" იარაღის საცავზე ლიბანში, ქალაქ სიდონთან სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ჩრდილოეთით ისრაელის ქალაქ არბელში დრონებით თავდასხმის საპასუხოდ.

ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა "ჰუსიტების", ადენის ყურეში გემებზე თავდასხმები განახორციელეს. დაჯგუფებამ თავდასხმა ორ ამერიკულ გემზე მიიტანა. გასული 24 საათის განმავლობაში, ამ თავდასხმების რაოდენობა 4-მდე გაზარდა.

დღის ამბები