16 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ცესკო უნდა იყოს პოლიტიკური ჩარევისგან დაცული და უნდა ჰქონდეს საშუალება, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩაატაროს - არჩილ თალაკვაძე

"საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს, უმრავლესობა ევროპულ გამოცდილებაზე აკეთებს აქცენტს. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ცესკო ყველანაირი პოლიტიკური ჩარევისგან უნდა იყოს თავისუფალი, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ოპოზიცია პროცესებს განზრახ ბლოკავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დაცული უნდა იყოს პოლიტიკური ჩარევებისგან.

"ცესკო უნდა იყოს პოლიტიკური ჩარევისგან დაცული და მას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ჩაატაროს არჩევნები მაქსიმალურად თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, როდესაც არჩევნების შედეგები, მისი ჩატარების პროცესი არ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ევროპაში ეს ასეა ყველგან. მოდელი, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს, პრაქტიკულად, არცერთ ევროპულ სახელმწიფოს არ აქვს. ეს ადასტურებს ერთადერთს, რომ რადიკალურ ოპოზიციას უნდა, რომ შეუნარჩუნოს პოლიტიკური ჩარევის ბერკეტები ცესკოში და რაც მთავარია, იტოვებს შესაძლებლობას, რომ არჩევნებში შესაძლო მარცხი დააბრალოს საარჩევნო ადმინისტრაციას,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, პარლამენტი, მესამე მოსმენით, "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებათა პაკეტს განიხილავს. სავარაუდოდ, სესიაზე დღესვე იქნება კენჭისყრაც. ცვლილებები ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას ეხება.

შესარჩევად, პირველ ეტაპზე, საჭირო იქნება 90 ხმა. იმ შემთხვევაში, თუ კვორუმი ვერ შედგა, ხმათა საჭირო რაოდენობა 76 გახდება. თუ ხმების ეს რაოდენობაც ვერ მოგროვდა, საკითხი პრეზიდენტს გადაეგზავნება.

დღის ამბები