საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასოცირების პროცესში ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს.
ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ახლა საქართველოს უმთავრესი მიზანი, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაა:
"ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს მიღწევას საქართველოს მიერ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ვხელმძღვანელობ დელეგაციას. ეს არის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ჩვენი პარტნიორული თანამშრომლობისთვის. ასევე, ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის იმ ვალდებულებას, რომელიც ევროკავშირის ოჯახს უერთდება. ჩვენი ქვეყანა იზიარებს თქვენს ფასეულობებსა და ღირებულებებს. ეს გამოწვევებით აღსავსე პერიოდია, ასოცირების საბჭომ დღეს საშუალება მოგვცა განგვეხილა ის წინსვლა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს მიღწეული. საქართველომ ძალიან ძლიერი ნება დაადასტურა იმისათვის, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოხდეს. ჩვენ იმ სამოქმედო გეგმას ვახორციელებთ, რომელიც ევროკომისიის 2023 წლის სამოქმედო გეგმაშია ასახული.
ჩვენი უახლოესი მიზანია დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და ერთიან ბაზარზე სრული წვდომა იმისათვის, რომ მოხდეს თავისუფალი სავაჭრო სივრცის ათვისება. საკვანძო რეფორმების განხორციელებით, საქართველომ ცხადყო ძალიან მნიშვნელოვანი და სწრაფი გამოსვლა პანდემიის შემდგომ, პანდემიის შემდეგ ძალიან დიდი წინსვლა მოხდა. ეს ტენდენცია შენარჩუნდა 2023 წელს და დაუბრუნდა იმ ტრაექტორიას, რომელიც პანდემიამდე არსებობდა.
ჩვენს ქვეყანაში წარმატებული რეფორმები ხორციელდება, ეს ზრდის ქვეყნის მედეგობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ჩვენ ვართ სანდო მოკავშირე და პარტნიორი რეგიონში. მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და ვცდილობთ, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და დემოკრატიული პროგრესი გვქონდეს თანამშრომლობის კონტექსტში.
ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში კოლეგებთან მუშაობას იმისათვის, რომ თანადაკავშირებადობის პროცესში მოხდეს იმ ხელშესახები შედეგების მიღება, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი განეიტრალების კვალობაზე, მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს მიდგომას სუვერენიტეტის, ტეროტორიული მთლიანობის და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში მხარდაჭერის მიმართ. კონფლიქტის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების გამოყენებით უნდა მოხდეს მშვიდობის დაცვის პრინციპით. მშვიდობა მოგვცემს საშუალებას, მეტი სტაბილურობა და წინსვლა გქვონდეს ქვეყანაში და რეგიონში," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.