"ბატონო ირაკლი, თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ ევროპული გზა სერიოზულად აირჩია საქართველომ. ეს არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით პირველი ვიზიტი, ჩვენ გადავედით ახლა სტრატეგიულ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობებში", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიუსელში საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად პრესკონფერენცია გაიმართა.
"მოგესალმებით საქართველოს პრემიერ მინისტრო, ბატონო ირაკლი, აქ ბრიუსელში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია ამ რანგში. თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ ევროპული გზა სერიოზულად აირჩია საქართველომ. ეს არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით პირველ ვიზიტი, ჩვენ გადავედით ახალ სტრატეგიულ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობებში. ეს საუბარი, რაც გვქონდა ასოცირების საბჭოს ფარგლებში ჩვენს ტერიტორიაზე, ხაზს უსვამს იმას, რომ ერთობლივად გვაქვს ნაკისრი ვალდებულება იმ უცვლელი გზის მიმართ, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. თუმცა, საქმე იწყება ახლა თქვენს შემთხვევაში და ეს საჭიროებს ახალ ძალისხმევას, გაძლიერებულ პასუხისმგებლობას მთავრობის მხრიდან, პოზიციას, რომელიც ყველას მიერ იქნება გასათვალისწინებელი. ყველა ქართველი, ყველა სექტორი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში", - განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოსთვის პრესკონფერენციაზე სამი ძირითადი გზავნილი გააჟღერა.
"სამი ძირითადი გზავნილი მინდა გავაჟღერო. თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, იმისათვის, რომ 9 ნაბიჯი იქნეს შესრულებული, რაც ჩვენი რეკომენდაციაა. ამისათვის თქვენ გაქვთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე იყოს ჩართული ამ პროცესში. აქ საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, იმისათვის, რომ შემცირდეს პოლიტიკური წნეხი და დაძაბულობა.
მეორე გზავნილი არის, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებზე და პრინციპებზე ვახორციელებთ ძალისხმევას და მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში, რადგან ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში ვარსებობთ და გაწევრიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკა და გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით. ჩვენ ველით, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება შესაბამისობა ამ მიმართულებით მომდევნო წლებში.
ასევე, ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ მივუწოდებთ მთავრობას, რომ იბრძოლოს ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ვნახოთ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მესამე გზავნილი ის გახლავთ, რომ წელს, მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის. მინდა ვთქვა, რომ საარჩევნო რეფორმა, რაც განხორციელდება მომავალში, მინდა, რომ იყოს მომდევნო არჩევნებისთვის მზადება, ყველა შესაბამისი ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იქნეს განხორციელებული თავისუფალი, კონკურენტული პოლიტიკური არჩევნების უზრუნველსაყოფად.
და ბოლოს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ერთად გავაძლიეროთ საქართველოს მედეგობა, გამძლეობა იმისათვის, რომ ჩვენ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რაც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ჩვენ გვყავს ევროკომისარი, საქართველოში გვყავს მონიტორინგის მისია და ძალიან დიდი ძალისხმევა იწევა ამ მიმართულებით," - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.