16 ნოემბერი 2024,   04:20
ვრცლად
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილს, პატიმარ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს - ნატალია ლუაზომ წერილით ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს მიმართა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილს პატიმარ სააკაშვილის შეწყალება მოსთხოვა.

გამოცდილი დიპლომატი ნატალი ლუაზო, სიკორსკის შემდეგ, მეორე ევროპელი დიპლომატია, რომელიც დიპლომატიურ ეტიკეტს არღვევს, მტკიცებულებების გარეშე აცხადებს, რომ სააკაშვილი ციხეში საშინელ პირობებში ჰყავთ და პარალელს ალექსეი ნავალნისთან ავლებს. უფრო მეტიც, ლუაზო ყოფილ პრეზიდენტს ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლს ეძახის.

გარკვეული ძალების მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებისთვის წინასწარ დაგეგმილი კამპანია მიმდინარეობს - ასე გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას.

წერილი დღეს ევროდეპუტატმა ნატალი ლუაზომ გამოაქვეყნა, ის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გასულ წელს მიღებული რეზოლუციის ერთ-ერთი ინიციატორია. ფრანგი დიპლომატი მსჯავრდებულ პრეზიდენტს, ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის, ადამიანის უფლებებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლად მოიხსენიებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს. ევროპარლამენტარი წერილში პარალელს ავლებს ნავალნისთანაც. ის წერს, რომ რუსი ოპოზიციონერის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს იმ პოლიტიკური ოპონენტების ბედს, რომლებიც საშინელ მდგომარეობაში არიან ციხეებში. ფრანგი პოლიტიკოსის მოსაზრებას იზიარებენ სააკაშვილის თანაგუნდელები. მმართველი გუნდის წევრებისთვის კი, კატეგორიულად მიუღებელია ნავალნისა და სააკაშვილს შორის პარალელის გავლების მცდელობა.

საკანონმდებლო ორგანოში განცხადებები სხდომათა დარბაზის გარეთაც გაკეთდა. ოპოზიცია ხელისუფლებას პარტნიორების მოსაზრებების გათვალისწინებას ურჩევს.

მმართველი გუნდისთვის ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავეა, მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადებები კი, პარტნიორების მხრიდან არამეგობრული ქმედება და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა.

ნატალი ლუაზომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის წერილით, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს მიმართა.

დღის ამბები