27 ივლისი 2024,   04:57
ვრცლად
ვითარება უკრაინაში - გასულ ღამით რუსულმა ძალებმა კრამატორსკში ინდუსტრიული ზონა და საცხოვრებელი სახლი დაბომბეს

უკრაინაში ომი გრძელდება. ცნობილი ხდება დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე პოლიგონზე უკრაინის არმიის შეტევის შესახებ. შედეგად, სულ მცირე, 60 რუსი სამხედროა დაღუპული. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, შეტევა მაშინ მოხდა, როცა პოლიგონზე რუს გენერალს ელოდებოდნენ.

გასულ ღამით კი რუსულმა ძალებმა კრამატორსკში ინდუსტრიული ზონა და საცხოვრებელი სახლი დაბომბეს. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები. ორი ადამიანი დაიღუპა რუსული დრონის იერიშის შედეგად ხარკოვის ოლქში, ქალაქ კუპიანსკში.

ამავე დროს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში "მანიპულაცია და ფაქტების ფალსიფიკაცია" უწოდეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ რუსმა სამხედროებმა "გაათავისუფლეს" ხერსონის ოლქის დასახლებული პუნქტი კრინკი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, CNN-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში, ამბობს, რომ მათ ავდიივკის შენარჩუნება შეეძლოთ, თუ საჭირო შეიარაღებას დროულად მიიღებდნენ.

ამავე თემაზე განცხადება გაკეთდა თეთრ სახლში. ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, უკრაინის მიერ ავდიივკას დატოვება კონგრესის უმოქმედობის შედეგად მოხდა. პენტაგონში კი ამბობენ, რომ როგორც კი კონგრესი უკრაინის დახმარებას დაამტკიცებს, შეიარაღების მიწოდება სწრაფად დაიწყება.

დღის ამბები