16 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
მივესალმებით საქართველოს კონსტრუქციულ თანამშრომლობას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების პრევენციის მიმართულებით - ასოცირების საბჭო

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პროაქტიულ ჩართულობასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების პრევენციის მიმართულებით, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა შეაქო საქართველო ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ოპერაციებსა და მისიებში აქტიური ჩართულობისთვის 2014 წლიდან, მოუწოდა მას, გააგრძელოს მონაწილეობა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისიებსა და ოპერაციებში.

„ასოცირების საბჭომ ასევე განიხილა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ევროკავშირმა გამოხატა მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული აგრესიული ომის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად და გააძლიეროს მისი მედეგობა კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავების მეშვეობით, აგრეთვე, ევროპული მშვიდობის ფონდის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის გზით. საქართველომ ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობის დაწყებისა და ევროკავშირის მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის – PESCO – პროექტებში ჩართვის სურვილი გამოხატა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დღის ამბები