16 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ამ ქვეყანაში რა მთავარი ძვრებიც უნდა მოხდეს, მოხდება - დავით კირკიტაძე თემურ ჯანაშიას განცხადებაზე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას,  რომ "მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში", "ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე ეხმაურება.

მისი თქმით, ქვეყანაში მთავარი ძვრები არჩევნების გზით უნდა მოხდეს:

"დიახ, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე და თუ გნებავთ კიდევ დამატებითი განმარტებები გააკეთოს თემურ ჯანაშიამ ამ თემაზე, გააკეთებს კიდეც. ამ ქვეყანაში რა მთავარი ძვრებიც უნდა მოხდეს, მოხდება და ეს არჩევნებით,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, დავით კირკიტაძე.

დღის ამბები