16 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
გაიხსენეთ, რა საშუალებებით და როდის შემოაპარეს სააკაშვილი საქართველოში...დაგეგმილი ჰქონდათ სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება, მსგავსი განზრახვები ახლაც ძალაშია - გიორგი ცაგარეიშვილი თემურ ჯანაშიას განცხადებაზე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას, მმართველ გუნდში ეხმიანებიან. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ვერავითარი ჯანაშიები, გვარამიები და სხვები ხელისუფლებას ვერ დაამხობენ. 

"გაიხსენეთ რა საშუალებებით და როდის შემოაპარეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში - ეს ხდებოდა ადგილობრივი არჩევნების წინ და მას, რა თქმა უნდა, დაგეგმილი ჰქონდა სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება, მსგავსი განზრახვები კი ახლაც ძალაშია. სწორედ ამაზე საუბრობს ბატონი ჯანაშია, როდესაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს საპყრობილეში და მან თურმე უნდა მიიღო აქტიური მონაწილეობა წინარევოლუციურ პროცესების მომზადებაში. ვერავითარი რევოლუციები, სახელმწიფო გადატრიალებები და ხელისუფლების დამხობები ამ ქვეყანაში ვერ მოხდება. ვინც არ უნდა იყოს ამაში ჩართული, ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან, რა სპეცსამსახურებიც არ უნდა იყოს ჩართული, როგორი განზრახვებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ და როგორი აგენტურაც უნდა მუშაობდეს ამ ქვეყანაში, ვერავითარი ჯანაშიები, გვარამიები და სხვები ხელისუფლებას ვერ დაამხობენ,"- აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

დღის ამბები