NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება მასთან ერთად მუშაობას.
აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება NATO-ში. მოხარული ვართ აქ თქვენი ხილვით. ჩვენ აქამდეც შევხვედრივართ, თუმცა ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა თქვენი პრემიერ-მინისტრობის რანგში. შესაბამისად, ნება მიბოძეთ, დავიწყო თქვენი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მოლოცვით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით თქვენთან ერთად მუშაობას,"-განაცხადა სტოლტენბერგმა.