16 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატები ორიენტირებულია საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში დაეხმაროს - რობინ დანიგანი

ამერიკის შეერთებული შტატები ორიენტირებულია საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში დაეხმაროს, - ამის შესახებაც საქართველოში ამერიკის ელჩმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

როგორც რობინ დანიგანმა აღნიშნა, საარჩევნო წელია როგორც შტატებისთვის, ასევე საქართველოსთვის, სამართლიანი არჩევნები კი, ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია.

"საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო წელია. სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ასე რომ, შეერთებული შტატები ორიენტირებულია, რომ დაეხმაროს საქართველოს, თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმები ფარულია, და რომ პროცესი არის თავისუფალი და სამართლიანი.

ასე რომ, მე მოუთმენლად ველი, რომ ქართველებმა გამოიყენონ თავიანთი დემოკრატიული უფლება და მისცენ ხმა და ამერიკელებმაც იგივე გააკეთონ შეერთებულ შტატებში," - აღნიშნა დანიგანმა.

დღის ამბები