"ევროპული საქართველოს" წევრის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ოპოზიციური პოლიტიკური სექტრი ძირითად შემთხვევაში პოპულისტურად პოზიციონირებს და არარეალისტურ დაპირებებს სთავაზობს ამომრჩეველს.
როგორ ჩერგოლეიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, მნიშველოვანია მოეწყოს თანაბარ გარემოში პოლიტიკური დებატები, სადაც რეალურად გამოჩნდება, რა მიზნებითაა პოლიტიკური ელიტა წარმოდგენილი.
"დაპირებების გაცემას რა უნდა?! მეც დავპირდები ხალხს, რომ მე ვიპოვი წამალს, რომლითაც თქვენ იქნებით ყველანი მუდმივად ახალგაზრდები, ლამაზები და მდიდრები და ვილაპარაკებ ამაზე, თუ არავინ არ დამიჯერა ანუ რეალურად, თუკი მე რამე დაპირისპირება მაქვს პოლიტიკურ სპექტრთან, სწორედ ამის გამო მაქვს, რომ ჩვენ გვჭირდება შინაარსობრივი დებატები და იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ, ვიღაც რომ 1000 ლარიან პენსიას ჰპირდება და ვიღაც რომ 60 წლამდე წევს საპენსიო ასაკს... გახარია მაგალითად 60 წლის კაცებს ჰპირდება პენსიონერებად გაქცევთო და ვიღაცები იძახიან, კარგი პოლიტიკოსიაო. როგორ შეიძლება კარგი პოლიტიკოსი იყოს კაცი, რომელიც 60 წლის კაცებს ჰპირდება პენსიონერები უნდა გახდეთო. იმისთვის, რომ ამ ყველაფრის აბსურდულობა დავინახოთ და თვითონ პოლიტიკოსებიც ფორმაში მოვიდნენ, სულელური დაპირებები აღარ გასცენ, მათ სჭირდებათ გამოვიდნენ თანასწორ მოედანზე და მოეწყოს პოლიტიკური დებატები" - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, შეუძლია თუ არა ქართველ ამომრჩეველს "ნაციონალურ მოძრაობასა" და მისგან გამიჯნულ პარტიებს შორის განსხვავება დაინახოს, ჩერგოლეიშვილმა უპასუხა, სხვაობის წარმოსაჩენად აუცილებელია დებატები.
"იმისთვის, რომ ეს განსხვავებები გამოჩნდეს, პოლიტიკური დებატები უნდა ეწყობოდეს და ეს ადამიანები ერთმანეთს შინაარსობრივად უნდა უპირისპირდებოდნენ. ამ შემთხვევაში პოლიტიკა დაიცლებოდა პერსონალური შეურაცხყოფებისაგან და ეს ხალხი პოლიტიკურ საკითხზე იკამათებდა, მაგრამ ეს პრობლემა არის, შინაარსზე საუბარი არავის არ უნდა. მიაჩნიათ, რომ ისე უნდა მოიგონ არჩევნები, როგორც ბიძინა ივანიშვილმა მოიგო. ეს არარეალისტურია იმიტომ, რომ ამაში ის არის უფრო მაგარი... "ევროპულ საქართველოს" მიაჩნია, რომ ეს მესამე ძალობა და თვითმარქვიობა არის დიდი სისულელე. "ევროპულ საქართველოს" ამომრჩევლის გაზრდა სჭირდება და იქნება ის ძალა, რა ძალასაც მისი ამომრჩეველი მიანიჭებს. მე თუ ახლა ხელებში მუშტებს დავიბრაგუნებ და ვიტყვი, რომ მესამე ძალა ვიქნები-თქო, ამით ხომ არ გავხდები?!
როგორ უნდა გაემიჯნოს გახარია "ნაციონალურ მოძრაობას", როდესაც ორივე ძალა პენსიონერებს ერთნაირ რამეს ჰპირდება. მე მგონია, რომ პოლიტიკურ ელიტას ცოტა განსხვავებული აღქმა აქვს ხალხის ინტერესების. პოლიტიკოსმა პროდუქტი უნდა შექმნას და ამ პროდუქტმა უნდა გაგვარჩიოს ერთმანეთისგან," - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.