როგორ სამარცხვინოდაც არ უნდა მიმაჩნდეს მისი საქციელი - ციმბირის დილეგში გარდაცვლილ მკვდართან თავის დატოლება და რძის კონტეინერით შემოპარვის მთელი ეს დრამა, სააკაშვილი მიმაჩნია პოლიტიკურ პატიმრად, -ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა ხალხთან მუშაობა.
" სააკაშვილი მიმაჩნია პოლიტიკურ პატიმრად, როგორ სამარცხვინოდაც არ უნდა მიმაჩნდეს მისი საქციელი - ციმბირის დილეგში გარდაცვლილ მკვდართან თავის დატოლება და რძის კონტეინერით შემოპარვის მთელი ეს დრამა - ეს ყველაფერი სირცხვილად მიმაჩნია, მაგრამ როგორ სირცხვილადაც არ უნდა მიმაჩნდეს სააკაშვილი, ჩემი ყურებიდან არსად არ წავა ის ფრაზა, პრემიერს რაც აქვს ნათქვამი - ეს კაცი რომ პოლიტიკიდან წასულიყო, არ დავიჭერდითო. ეგ კაცი არ ზის ციხეში იმიტომ, რომ ის ფული დახარჯა ბოტოქსზე თუ რაღაცაზე, ზის იმიტომ, რომ პოლიტიკაშია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივს, უნდა აგოს პასუხი სამართლიანი სასამართლოს წინაშე",- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.