16 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა ბრიუსელში, ამ ვიზიტმა დაადასტურა საქართველოს ევროპული წარმატებები და ასევე, საქართველოს უკვე აქვს ახალი გზავნილი პარტნიორების მხრიდან, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით - არჩილ თალაკვაძე

"დღეს, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი მხრივ ამ ვიზიტმა დაადასტურა საქართველოს ევროპული წარმატებები და მეორე მხრივ, საქართველოს უკვე აქვს ახალი გზავნილი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით და რომ არსებობს უკვე კონკრეტული სამომავლო გეგმა, თუ როგორ უნდა მივიდეს საქართველო ევროპულ ოჯახში გაწევრიანებამდე,"- ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, პოზიტიურმა შეფასებებმა და კონკრეტულმა გზავნილებმა ყველა კითხვას, სკეპტიკოსებს და სპეკულაციებს გასცა პასუხი.

"ეს იყო ნამდვილად ძალიან დადებითი და პოზიტიური დღე საქართველოსთვის, რომ პრემიერ-მინისტრმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა და თავისი ოფიციალური ვიზიტი ჩაატარა ბრიუსელში, ევროპისა და პოლიტიკის დედაქალაქში. დღეს, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი მხრივ, ამ ვიზიტმა დაადასტურა საქართველოს ევროპული წარმატებები და მეორე მხრივ, საქართველოს უკვე აქვს ახალი გზავნილი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით და რომ არსებობს უკვე კონკრეტული სამომავლო გეგმა, თუ როგორ უნდა მივიდეს საქართველო ევროპულ ოჯახში გაწევრიანებამდე.

იყო ძალიან კონკრეტული გზავნილები რეფორმებთან დაკავშირებით, პოზიტიური შეფასებები, რამაც ყველა კითხვას, სკეპტიკოსებს, სპეკულაციებს გასცა პასუხი. რაც შეეხება NATO-ს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ამ ოფიციალური ვიზიტის - იქაც იყო ძალიან მკაფიო და მნიშვნელოვანი გზავნილები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. იქაც ითქვა იგივე, რომ საქართველომ გაატარა სწორი რეფორმები, სწორი მიმართულებით მიდის ქვეყანა, რომ მართლაც, ჩვენ ვართ NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი ქვეყანა რეგიონში და არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაწილე საერთაშორისო მისიებში.

თავად NATO-ს აქვს აღიარებული, რომ საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემა თავსებადია NATO-ს სტანდარტებთან. შესაბამისად, NATO-ს მხრიდან ველით უფრო ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ველით შემდგომ ნაბიჯებს და საქართველოს შემდგომ პროგრესზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს - ეს არის მოლაპარაკებების გახსნა და შემდგომ უკვე არის საქართველოს წევრობის განხილვა და ჩვენი ქვეყნის მიღება ევროკავშირში,"-განაცხადა თალაკვაძემ.

დღის ამბები