16 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
 "ნაციონალური მოძრაობიდან" ვითომ დევნილებს, გაქცეულებს, მედიას ამოფარებულ ყოფილ ჩინოვნიკებს, საზღვარგარეთ მიმალულ მინი ოლიგარქებს, ყველას აქვს დავალება, როგორმე შეკრიბონ ხმები და დაუმატონ "ნაციონალურ მოძრაობას - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციური სპექტრი წინასაარჩევნოდ ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა 2"-ის შემქნას.

"ვინც ამ პოლიტიკურ სცენაზე წრეებს ურტყამს და ერთმანეთის ოფისებში დადიან ხელის ჩამოსართმევად, ყველა ეს ხალხი მოიაზრება "ნაციონალურ მოძრაობა 2-ში" და მათ აქვთ ერთადერთ დავალება - 15-დან 20%-მდეა მიხეილ სააკაშვილის "ნაცმოძრაობის" ხმები, მათი დავალებაა დააკონსერვონ ეს ხმები და როგორმე აიღონ ეს ხმები არჩევნებში. დანარჩენი ელემენტები, "ნაციონალური მოძრაობიდან" ვითომ დევნილები, გაქცეულები, მედიას ამოფარებული ყოფილი ჩინოვნიკები, მინი ოლიგარქები, რომელიც საზღვარგარეთ არიან მიმალული, ყველას აქვს დავალება 0.2%, 0.3%, 12 ხმა, 16 ხმა როგორმე შეკრიბონ ეს ხმები და იმ გადაუწყვეტ 20%-ს როგორმე ჩამოაცალონ ეს ხმები და დაუმატონ ეს ხმები "ნაციონალურ მოძრაობა 1-ს", ამ პროცესის მომსწრე ვართ დღეს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას.

დღის ამბები