16 ნოემბერი 2024,   05:01
ვრცლად
ასეთი პრაქტიკა არსებობს ევროპული ქვეყნების უმეტესობაში, საერთაშორისო მასშტაბით - ცესკოს თავმჯდომარე განმარტავს, როგორ შეძლებენ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, თუ როგორ შეძლებენ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე ხმის მიცემას.

"არჩევნების დანიშვნის შემდგომ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან საარჩევნო ადმინისტრაციას მოეწოდება ინფორმაცია, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლის შესახებ, რომელიც შემდგომ ხდება საფუძველი ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, რომ კონკრეტულ ქვეყანაში, კონკრეტულ ლოკაციებზე შეიქმნას შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო უბნები. შესაბამისად, უბნის შექმნის საფუძველი გახლავთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების რაოდენობა, მაგრამ პირი, რომელიც ლეგალურად თუ არალეგალურად იმყოფება ქვეყანაში, ანუ პირები, რომლებიც არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე, მას შემდეგ, რაც შეიქმნება საარჩევნო უბნები, მათ აქვთ შესაძლებლობა მიმართონ შესაბამის საარჩევნო უბნებს, შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გაიარონ რეგისტრაცია. ასეთი პრაქტიკა არსებობს უმეტესობა ევროპულ ქვეყნებში და საერთაშორისო მასშტაბით, სადაც ასეთი ტიპის საარჩევნო მოწყობა არსებობს, როდესაც ამომრჩეველს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში აქვს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორი შესაძლებლობა არსებობს - მათი უფლება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და არა ის, რომ შევუქმნათ არასწორი მოლოდინები" ,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

დღის ამბები