16 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
"არანაირი დაპირისპირება პარტიაში არ ყოფილა" - ლანა გალდავა "ლელოდან" დათუნაშვილის წასვლაზე

პარტია "ლელო"პარტია თაზო დათუნაშვილმა დატოვა. "კურიერის" ინფორმაციით, უთანხმოების მიზეზი 1000-ლარიანი პენსიის თემა გახდა, რაც დათუნაშვილის აზრით არარეალური დაპირებაა. სწორედ ამ საკითხზე მოუვიდა დაპირისპირება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს მამუკა ხაზარაძესთან.

პარტია "ლელოს" წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, პარტიაში დაპირისპირება არ ყოფილა, ხოლო 1000-ლარიანი დაპირება რეალისტურია და ანალიტიკურად არის გაანგარიშებული.

"პარტიაში ადამიანები მეტ-ნაკლებად აქტიურად არიან სხვადასხვა პერიოდში, შესაძლებელია, ზოგი აკეთებდეს სამეცნიერო სამუშაოს, ზოგი იყოს პირველადი სპიკერი, მათ შორის, ხშირად მეც არ ვარ აქტიური პარტიაში, ხშირად ვარ. გიდასტურებთ, რომ არის არჩეული პოლიტსაბჭოს წევრი, ის არის პარტიის წევრი და არანაირი დაპირისპირება პარტიაში არ ყოფილა. რა თქმა უნდა, რეალისტურია 1000-ლარიანი პენსია, ყველაფერი გაქვს ანალიტიკურად დამუშავებული და გაანგარიშებული", - განაცხადა ლანა გალდავამ.

დღის ამბები