16 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
თანამშრომლობენ თუ არა "ნაცმოძრაობა" და გიორგი გახარიას გუნდი - კოალიციის შესაძლებლობას ორივე პარტია უარყოფს

"გახარიას პარტიასთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ," - ეს განცხადება გიორგი ბარამიძემ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გააკეთა. მან ისაუბრა თანამშრომლობაზე "ნაციონალურ მოძრაობასა" და პარტია "საქართველოსთვის" შორის. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტია მომავალში თანამშრომლობის იდეას უარყოფს, მათ რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოებში "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციები ამ მომენტშიც აქვთ.

თანამშრომლობის შესაძლებლობას დღეს უარყოფდნენ როგორც "ნაცმოძრაობაში", ისე პარტია "საქართველოსთვის" წევრებიც.

"არა, არა და კიდევ ერთხელ არა. არ ვიცი, ჰკითხეთ ბარამიძეს ამის შესახებ. ჩვენ გვაქვს სერიოზული შეკითხვები ბატონ გახარიასთან,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე.

"საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი იმასაც ამბობს, რომ მის პარტიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ქვეყნის მართვას ოპოზიციაში ყოფნა ურჩევნია.

"წითელი ხაზია "ნაცმოძრაობა" არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომაც. თუ ეს მოცემულობა დადგა, რომ კოალიცია არის შესაქმნელი და იქ არის "ნაცმოძრაობა" რაიმე ფორმის, სჯობს, რომ ჩვენ დავრჩეთ ოპოზიციაში, ვიდრე მაგათთან რაიმე სახის კოალიციაში ვიყოთ.
საკრებულოების დონეზე იქმნებოდა პოლიტიკური კრიზისი, ამიტომ "ნაცმოძრაობა" იძულებული გავხადეთ, რომ ჩვენთვის დაეჭირა მხარი. ორივე მხარე - "ოცნება" და "ნაცმოძრაობაც" ცდილობს, რომ დაგვაზიანოს,"- აცხადებს მიხეილ მიხეილ დაუშვილი

დღის ამბები