პარტია "ლელო" თაზო დათუნაშვილმა დატოვა. "კურიერის" ინფორმაციით, უთანხმოების მიზეზი 1000-ლარიანი პენსიის თემა გახდა, რაც, დათუნაშვილის აზრით, არარეალური დაპირებაა. სწორედ ამ საკითხზე მოუვიდა დაპირისპირება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს მამუკა ხაზარაძესთან.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ლელოში" დაწყებული განხეთქილება მათთვის მოულოდნელი არ არის და "ლელოსთვის" ყველაზე დამაზიანებელი ხაზარაძის ფაქტორია.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "მამუკა ხაზარაძისთვის ტყუილის თქმა, წარსულიდან გამომდინარე, თან სდევს".
"გამიჭირდება თქმა, თუ რა ვითარება აქვთ პარტიაში, ეს ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს. განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე იყო, თვითონვე დაამტკიცეს ეს თავიანთი განცხადებებით. კარგად ჩანს, რომ ეს არის ძალიან დიდი ბლეფი, რომელიც ხაზარაძეს, წარსულიდან გამომდინარე, თან სდევს", - განაცხადა კახა კალაძემ.