პარტია "ლელო" თაზო დათუნაშვილმა დატოვა. "კურიერის" ინფორმაციით, უთანხმოების მიზეზი 1000-ლარიანი პენსიის თემა გახდა, რაც, დათუნაშვილის აზრით, არარეალური დაპირებაა. სწორედ ამ საკითხზე მოუვიდა დაპირისპირება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს მამუკა ხაზარაძესთან.
"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, თაზო დათუნაშვილი დამოუკიდებელია ადამიანია და თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს.
"დამოუკიდებელი ადამიანია და თქვენი შუამდგომლობა არ დასჭირდება, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. არაერთხელ ვისაუბრეთ და კიდევ გავაგრძელებთ საუბარს 1000-ლარიან პენსიაზე. რამდენი მცდელობაც არ უნდა იყოს, ამ საკითხიდან ისრების სხვაგან გადატანა წარუმატებელია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.