01 ივლისი 2024,   20:29
ვრცლად
ქუთაისში მამაკაცი მეზობელმა დაჭრა - მიზეზი ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება

ქუთაისის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს. მესხიშვილის თეატრთან მდებარე სასტუმრო "დიმასის" ეზოში, საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე მიმდინარეობდა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დავა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო, შემდეგ კი, კონფლიქტში გადაიზარდა.

მამაკაცს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. მომხდარზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლით დაიწყო.

დღის ამბები