წინასაარჩევნოდ გაგახსენდათო პენსიონერები, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა გაგვაკრიტიკა. რაღაც ხომ უნდა გაგაჩნდეს, რაც შენ გააკეთე, ის სხვას არ დააბრალო - ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ინტერპელაციის წესით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას მოუსმინეს.
თალაკვაძის თქმით, პენსიონერებს ოპოზიციის დაპირება აღარ სჭირდებათ, რადგან პენსიები ყოველწლიურად იზრდება.
"ქალბატონი დეკანოიძე გამოვიდა ამ ტრიბუნიდან, სიტყვა მოსყიდვა არ უთქვამს თორემ დანარჩენი არაფერი დაუკლია. ამის შემდეგ რა თანამშრომლობაზე და რა ხელის ჩამორთმევაზეა საერთოდ საუბარი? ჩვეულებრივი პოლიტიკური მატყუარები არიან, გუშინ ტაშს გვიკრავდნენ და დღეს მოსყიდვაში გვადანაშაულებენ.
წინასაარჩევნოდ გაგახსენდათო პენსიონერები, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა გაგვაკრიტიკა. რაღაც ხომ უნდა გაგაჩნდეს, რაც შენ გააკეთე, ის სხვას არ დააბრალო. წინასაარჩევნოდ მართლა თქვენ გაგახსენდათ. იმიტომ რომ ჩვენ არ არჩევნებს არ დავლოდებივართ, შევქმენით საპენსიო ფონდით, გავზარდეთ პენსიებიც და, შეგახსენებთ, რომ როდესაც თქვენგან გადმოვიბარეთ ხელისუფლება 100 ლარი იყო პენსიის ოდენობა. დღეს არის 320-დან 415 ლარამდე. ძვირფასო პენსიონერებო, ძვირფასო თანამოქალაქეებო, თქვენ, დღეს ოპოზიციის დაპირება აღარ გჭირდებათ, რადგან თქვენი პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება. ეს უკვე კანონით არის გარანტირებული. ვინც არ უნდა დაგპირდეთ, რასაც არ უნდა დაგპირდეთ, მაგისთვის ხმის მიცემა თქვენ აღარ გჭირდებათ. ეს გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" - თქვენი პენსიები ყოველწლიურად იზრდება ეკონომიკურ ზრდასთან ერთად.
ცნობისთვის, 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და "ლიბერთი ბანკის" გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.
ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.