16 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული, შარშან ის მოწვეული იყო და არ მოვიდა - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის ეზოში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა წელს გათვალისწინებული არ ყოფილა. მისი განცხადებით, გასულ წელს პრეზიდენტი არ დაესწრო ღონისძიებას, თუმცა ის მიწვეული იყო.

"წელს, სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული ამ ღონისძიებაში. შარშან ის მოწვეული იყო და არ მოვიდა ამ ღონისძიებაზე. მას კითხეთ მიზეზი, რატომ არ მოვიდა. შესაბამისად, ის შარშანაც არ იყო და წელსაც არ მოგვიწვევია. რაც შეეხება მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს, ეს სხვა საკითხია. მე ამაზე გუშინაც ვისაუბრე. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, შარშან ის იყო მოწვეული და არ გამოცხადდა. წელს მისი მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები