16 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
სერგო ჩიხლაძე: "საქართველოში არც ამერიკული, არც ევროპული ინვესტიციები არ არის მოზიდული"

"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის შეფერხება ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა. ჩიხლაძე ამის ერთ-ერთ ინდიკატორად დასავლური ინვესტიციების ნაკლებობას ასახელებს.

"საგარეო კურსი იზომება რამდენად მჭიდრო ურთიერთობას ამყარებ შენს პარტნიორებთან. მჭიდრო ურთიერთობა სავაჭრო ურთიერთობებს გულისხმობს, ინვესტიციების მოზიდვას. ვხედავთ, რომ საქართველოში არც ამერიკული, არც ევროპული ინვესტიციები არ არის მოზიდული. შესაბამისად, ამ მხრივ მუშაობას არ აწარმოებს ხელისუფლება და ეს პრობლემაა ქვეყნისთვის. ხელისუფლების ადგილზე მეტ მჭიდრო კავშირებს დავამყარებდი ევროკავშირის ქვეყნებთან და ამერიკასთან", - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

დღის ამბები