16 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან - აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ელჩ რობინ დანიგანს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მასში აღნიშნულია, რომ ირაკლი კობახიძემ და რობინ დანიგანმა განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის.

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. მათ განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის. ასევე, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა და ჩვენი ძლიერი სამხედრო პარტნიორობა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები