16 ნოემბერი 2024,   04:54
ვრცლად
ვისურვებდით, როგორი ინტერესიც არის ჩინეთის მხრიდან, ასეთივე ინტერესი იყოს ჩვენი დიდი ხნის პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან თავისუფალ ვაჭრობასთან, ეკონომიკურ ურთიერთობებთან, ფრენასთან, უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით - მამუკა მდინარაძე

ვისურვებდით, როგორი ინტერესიც არის ჩინეთის მხრიდან, ასეთივე ინტერესი იყოს ჩვენი დიდი ხნის პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან თავისუფალ ვაჭრობასთან, ეკონომიკურ ურთიერთობებთან, ფრენასთან, უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ხელისუფლების მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რათა გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან.

„სტრატეგიულ პარტნიორზე მართლაც დამოკიდებულია ორმხრივი ურთიერთობის ფორმებიც კი. ვისურვებდით, როგორი ინტერესიც არის ჩინეთის მხრიდან, ასეთივე ინტერესი იყოს ჩვენი დიდი ხნის პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან მათ შორის თავისუფალ ვაჭრობასთან, ეკონომიკურ ურთიერთობებთან, ფრენასთან, უვიზო რეჟიმთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი, მეტი სტიმული საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მეტი სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

დღის ამბები