16 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
მართლაც შთამბეჭდავია პრემიერის მიერ პირველ საგარეო ვიზიტად ბრიუსელის არჩევა, მე დავესწარი ასოცირების საბჭოს სხდომას, იყო გულწრფელი დისკუსია და ოჯახური ატმოსფერო - პაველ ჰერჩინსკი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასეს დიპლომატებმა. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ის დაესწრო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომას, სადაც იყო გულწრფელი დისკუსია და ოჯახური ატმოსფერო.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს იყო ასოცირების საბჭოს სხდომა, სადაც საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა.

"მართლაც შთამბეჭდავია პრემიერის მიერ პირველ საგარეო ვიზიტად ბრიუსელის არჩევა, მე დავესწარი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომას, იყო გულწრფელი დისკუსია და ოჯახური ატმოსფერო. ეს იყო პირველი ასოცირების სხდომა, სადაც საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა. ჯოზეფ ბორელმა ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ქართველებზეა დამოკიდებული, რომ იმუშაონ ამ კარში შესასვლელად. ყველამ იცით ცხრა ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც საარჩევნო პროცესი. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მოეწვია ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომ საქართველოს დემოკრატია სულ უფრო გაძლიერდეს რომ გახდეს ევროკავშირის წევრი შეძლებისდაგვარად სწრაფად," - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები