01 ივლისი 2024,   21:12
ვრცლად
გლდანში მომხდარი დანაშაულის დეტალები - "კურიერმა" მამა-შვილის ვინაობა გაარკვია

მამის მკვლელობისთვის დაკავებულია შვილი - დანაშაული გლდანში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენა. "კურიერმა" მათი ვინაობა გაარკვია. მკვლელობისთვის დაკავებული რევაზ გამხიტაშვილია, ხოლო მოკლული გელა გამხიტაშვილი.

ამასთან, "კურიერმა" შემთხვევის ადგილზე დამატებითი დეტალები მოიპოვა. როგორც ადგილობრივები საუბრობენ, დანაშაული შესაძლოა ფინანსურ თემას უკავშირდებოდეს, ამასთან, როგორც მეზობლები ამბობენ, დანაშაულს ოჯახის მცირეწლოვანი წევრიც შეესწრო. სწორედ, ბრალდებულის 12ი წლის დამ დარეკა 112-ში. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

დღის ამბები