16 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი: როცა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებდა, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ხაფანგს აგებდნენ, მავნებელთა სახელები აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, საქციელი კი დასჯადი გახდეს

ევროინტეგრაციის გზაზე, ყველამ უნდა იმუშაოს, შესაბამისად პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიაროს. თუმცა არც თუ ისე შორეულ წარსულში, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებდა, ხოლო ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ხაფანგს ხაფანგზე აგებდნენ, პარალელურად კი უცხოელებს ევედრებოდნენ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტად წაიწიოს წინ, ევროინტეგრაციის გზაზე და ეს არის როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების და სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობა.

ნიკოლეიშვილის თქმით, მავნებელთა სახელები აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, ხოლო საქციელი დასჯადი გახდეს.

"ევროინტეგრაციის გზაზე, ყველამ უნდა იმუშაოს, შესაბამისად პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიაროს. თუმცა არც თუ ისე შორეულ წარსულში, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებდა, ხოლო ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ხაფანგს ხაფანგზე აგებდნენ, პარალელურად კი უცხოელებს ევედრებოდნენ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. იმედია, ასე აღარ იქნება წინააღმდეგ შემთხვევაში მავნებელთა სახელები აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, ხოლო საქციელი კი დასჯადი გახდეს“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები