"ოპოზიციის განცხადება, რომ თითქოს ქვეყანამ შეიცვალა ვექტორი არის ის სიცრუე, რომელშიც 100-ათასები და მილიონები აქვთ გადახდილი, რომ მოატყუონ საერთაშორისო საზოგადოება,"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ, რომელიც სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას ითავსებს, საჭიროა მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს როგორც დასავლეთთან, ისე ჩინეთთან.
"მართლაც დროა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები გადავიდეს კიდევ უფრო მაღალ და კიდევ უფრო მნიშვნელოვან დონეზე. ეს არის, რა თქმა უნდა, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, დაკავშირებადობა და მათ შორის, პირდაპირი ფრენები და მაღალი დონის თანამშრომლობა.
რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობებს - საქართველოს გეოპოლიტიკური და სტრატეგიული ფუნქცია იცით, რომ არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება სატრანზიტო დერეფნით. რა თქმა უნდა, დასავლეთთან ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობის ფონზე საჭიროა, ურთიერთობების განვითარება ჩინეთთან. ოპოზიციის განცხადება რომ თითქოს ქვეყანამ შეიცვალა ვექტორი, არის ის სიცრუე, რომელშიც ასიათასები და მილიონები აქვთ გადახდილი, რომ მოატყუონ საერთაშორისო საზოგადოება,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.