სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენის ერთადერთ გზად "ნაციონალურ მოძრაობა" ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვას ასახელებს. პარტიის ინიციატივით, მოსამართლეთა საქმიანობა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა უნდა შეაფასოს. იდეას მომხრეები ოპოზიციაში უკვე ჰყავს.
ე.წ. ვეტინგის რეფორმამ ალბანურ სასამართლო სისტემაში რომ პრობლემები შექმნა, ამაზე უცხოურ გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიებიც მეტყველებს. ექსპერტები წერენ, რომ რეფორმის შედეგად, ალბანეთში სასამართლო სისტემის დატოვება არაერთ მოსამართლეს და პროკურორს მოუხდა, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაზე. ალბანეთთან ერთად, უკრაინის მაგალითი მოჰყავთ სახელისუფლებო გუნდში, სადაც იგივე მეთოდით რეფორმა ყოფილი გენერალური პროკურორი, ადეიშვილის მოადგილემ ჩაატარა.
ე.წ ვეტინგის სისტემას მხარს არ უჭერს ოპოზიციის ნაწილიც. "გირჩი" და პარტია "საქართველოსთვის" მიიჩნევენ, რომ ყოფილ სახელისუფლებო გუნდს სასამართლო სისტემის რეფორმაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს.
სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებზე დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის იდეის არსი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. პრემიერის შეფასებით, ოპოზიციის მიზანი სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური კონტროლის მოპოვებაა.
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რაზეც საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრებიც მიმდინარეობს. პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლოს გაჯანსაღებისთვის უკვე განახორციელა რეფორმა, რომელიც 4 ტალღას მოიცავდა.