27 ივლისი 2024,   03:48
ვრცლად
შესაძლოა, ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელია დასაჯოს - რა სანქციები ემუქრება ქართველ ფეხბურთელს

შესაძლოა, ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელია დასაჯოს. ქართველი ფეხბურთელის და ახალი მთავარი მწვრთნელის, ფრანჩესკო კალცონას ურთიერთობა არცთუ ისე კარგად დაიწყო. ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ბარსელონას წინააღმდეგ, 23 წლის ქართველი შემტევი ყურადღების ცენტრში ნეგატიური კუთხით მოექცა. მწვრთნელმა ხვიჩა 68-ე წუთზე შეცვალა, რაც ფეხბურთელს არ ესიამოვნა და მწვრთნელის გადაწყვეტილება ღიად, ემოციურად გამოხატა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, კლუბში მის საქციელზე აღშფოთდნენ და მის წინააღმდეგ დისციპლინური სასჯელის ამოქმედებას აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, განიხილება როგორც ჯარიმა, ისე მომდევნო შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დასმა. ნაპოლი მომდევნო შეხვედრას სერია A-ში - 27 თებერვალს სტუმრად კალიარისთან ჩაატარებს.

დღის ამბები