16 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ამ ორ წელიწადში, გლობალური უსაფრთხოება მსოფლიოში მხოლოდ გაუარესდა - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ, ამ პერიოდში, მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოება უფრო გაუარესდა.

როგორც კულება ამბობს, ომის უბრალოდ შეჩერებით და იმის იმედით, რომ აგრესორი საკმარისად მოწყალე აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ მშვიდობა აირჩიოს, რეალისტური გეგმა არ არის.

"ამ ორ წელიწადში, გლობალური უსაფრთხოება მსოფლიოში მხოლოდ გაუარესდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ევროპის შუაგულში არსებული სისხლმდენი ჭრილობაა. სამწუხაროდ, რუსეთი განაგრძობს აგრესიას და სულ უფრო მეტ ადამიანს ისვრის ომის ქარცეცხლში. არცერთ ერს არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას. ჩვენი ქვეყანა ძალიან იტანჯება, თუმცა ასევე ვიცით, რომ მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი. ომის უბრალოდ შეჩერებით და იმის იმედით, რომ აგრესორი საკმარისად მოწყალე აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ მშვიდობა აირჩიოს, რეალისტური გეგმა არ არის. ვინც ამბობს, რომ უკრაინამ უნდა მოილაპარაკოს რუსეთთან და დაასრულოს ომი, ან ცუდად ინფორმირებულია, ან არასდროს მიუდევნებია თვალი, თუ რა ხდებოდა 2014-2022 წლებში," - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები