16 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ჩინეთთან თანამშრომლობა არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-თან, როგორც ამას წარმატებით აკეთებს არაერთი ევროპული სახელმწიფო - მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობა არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-თან, როგორც ამას წარმატებულად აკეთებს არაერთი ევროპული სახელმწიფო.

"ეს არის გაწვდილი ხელი უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის და არ მგონია, რომ ვინმეს, ამ ქვეყნის გულშემატკივარს, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გულშემატკივარს, ეს არ სიამოვნებდეს. ამას ჰქვია პოლიტიკური ინტრიგანობა ახლა რასაც აკეთებს ოპოზიცია, რომ რაკი გვაქვს ჩინეთთან თანამშრომლობა, ეს არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-თან, როგორც ამას წარმატებულად აკეთებს არაერთი ევროპული სახელმწიფო.

ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ უფრო მაღალ რეგისტრში გვქონდეს ურთიერთობები, უფრო ინტენსიური იყოს, მათ შორის სავაჭრო. ველოდებით ახლა საპასუხო პასუხებს და ეს ყველას გაგვიხარდება, ერთადერთი გამონაკლისი იქნება ოპოზიცია, რომელსაც ეს არ გაუხარდება," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საზოგადოება ხედავს გარკვეულ სპეკულაციებს, რომ ჩინეთთან პარტნიორობა ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობის გაციებას შესაძლოა ნიშნავდეს, თუმცა, მისი თქმით, ეს ასე არაა და ჩინეთი ძალიან ბევრ ევროპულ სახელმწიფოსთან ურთიერთობს. გარდა ამისა, მასთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკისთვისა და უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.

დღის ამბები