16 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
საქმე გვაქვს იმავე სცენართან, რომლითაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" სასამართლო სრულად დაიმორჩილა, ოღონდ ახლა ამას ლამაზი, უცხო სიტყვით ფუთავენ - ირაკლი ქადაგიშვილი ე.წ. ვეტინგის სისტემაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას ე.წ. ვეტინგის შესახებ არ ემხრობა. როგორც ის აცხადებს, დღეს სასამართლო პარლამენტისგან, მთავრობისგან და სხვა პოლიტიკური პარტიებისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს.

"სასამართლო სისტემა ჩვენთან მაქსიმალურად ავტონომიურია. ის მაქსიმალურად ავტონომიურად ფუნქციონირებს პარლამენტისგან, მით უმეტეს მთავრობისგან და სხვა პოლიტიკური პარტიებისგან. ასეთ პირობებში შემოგვყავს ისეთი მექანიზმი, როდესაც სასამართლო ვიღაცებზე დამოკიდებული ხდება. ვინ არიან ეს ვიღაცები, კაციშვილმა არ იცის. მაგალითად, ერთ ქვეყანაში, სადაც ეს განხორციელდა, არანაირი განსაკუთრებული კეთილი შედეგი იქ არ მოუტანია. ადეიშვილის მოადგილე იყო ერთ-ერთი შემფასებელი, რომელიც სისტემის შემქმნელი იყვნენ, როდესაც საქართველოს სასამართლო იყო ფაქტობრივად, პროკურატურის ნოტარიუსი. ჩვენ საქმე გვაქვს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ადრე, თავის დროზე, მათ მმართველობაში მოსვლის შემდეგ, როდესაც მათ მოახდინეს სასამართლოს სრული დამორჩილება, ანალოგიური სცენარის, ოღონდ ამ ლამაზი, უცხოური სიტყვით შეფუთვის გამეორება," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები