27 ივლისი 2024,   05:05
ვრცლად
ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილს: ნუ "ნავალნობ" - პუტინი იყავი ოპოზიციის მიმართ

ყოფილი პოლიტპატიმარი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან", ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ სააკაშვილისა და ნავალნის შედარება ურცხვობაა.

"ურცხვობაა პარალელის გავლება ნავალნისა და სააკაშვილს შორის. ნაცების მცდელობაა, "ნავალნად" წარმოაჩინონ ადამიანი, რომელიც წამებით კლავდა და იჭერდა ყველას, ვინც მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ვინც თავისუფალ სიტყვას იცავდა, სამართლიანობას ითხოვდა, აპროტესტებდა თავისუფალი მედიასაშუალებების დახურვას. სწორედ თავისუფალი სიტყვის დასაცავად გამოსულმა, ჯერ კიდევ სტუდენტმა, საკუთარ თავზე გამოვცადე სააკაშვილისა და ნაცხროვის ციხის არაადამიანური პირობები.

ეს ყველაფერი კარგად იციან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. როგორ შეიძლება, მიშას ე.წ. მართლმსაჯულება და ციხეები გახსოვდეს და ნავალნის ადარებდე?!“, - აღნიშნულია ცოტნე ანანიძის განცხადებაში.

დღის ამბები