16 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
ირაკლი ბერაია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, ბრიუსელში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა.

პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ქვეყნის როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში, ალიანსის მხრიდან საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

შეხვედრაში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვიქტორ დოლიძე და ნატო-სა და ევროკავშირში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე მონაწილეობდნენ.

დღის ამბები